Icona Vintage ყავის აპარატი განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს ტექნიკის არამხოლოდ ფუქნციურ, არამედ გარეგნულ მხარესაც. De’longhi-მ დაამტკიცა, რომ ტექნიკა ნამდვილად შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში ამ მოდელის წყალობით. უნკალური იტალიური რეტრო სტილი ისაა, რაც ამ ხაზს განსაკუთრებულს ხდის. აპარატის კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ლითონისგან. მისი დიზაინი სამზარეულოს განსაკუთრებულს გახდის, ინტერიერს ხალისს შემატებს და ხაზს გაუსვამს მფლობელის დახვეწილ გემოვნებას.
Delonghi ECOV311-ის ყიდვა ნიშნავს საიმედო და მაღალი ხარისხის სამზარეულოს ტექნიკის შეძენას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გასიამოვნებთ შესანიშნავი ყავით. აპარატის კორპუსი და ჯგუფი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. გამჭვირვალე წყლის ავზი აღჭურვილია ინდიკატორით და აქვს მოცულობა 1.4 ლიტრი. მოდელს აქვს 2 დამოუკიდებელი თერმოსტატი, რომლებიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ წყლისა და ორთქლის ტემპერატურა, შესაძლებელია ორთქლის ჭავლის სიმძლავრის რეგულირება.
ამ ყავის აპარატის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია ავტომატური გამორთვის ფუნქცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ EUP სტანდარტს. თუ არ იყენებთ მოწყობილობას, ის თავისთავად გამოირთვება 9 წუთის შემდეგ. ამიტომ, თქვენ არ შეგიძლიათ ინერვიულოთ ელექტროენერგიის ზედმეტ ხარჯვაზე და რომ რაღაც მოხდება ყავის მადუღარას ჩართვის შემთხვევაში, თუ დაგავიწყდებათ მისი დროულად გამორთვა.
Reviews
There are no reviews yet.