4 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ყავა:

1. ყავა გინარჩუნებთ ახალგაზრდობას. მართლაც, ყავა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლის დაბერებას. იმისთვის რომ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად და ჯანმრთელად დღეში უნდა მიირთვათ 1-2 ჭიქა ყავა.
2. ყავა კვებავს ტვინს. დაგვეთანხმებით, რომ ყავა აფხიზლებს და გეხმარებათ ფიქრში. კოფეინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამ გზით, დადებითად მოქმედებს თქვენს შრომისუნარიანობაზე. უმჯობესდება ყურადღება და ჩქარდება ინფორმაციის დამუშავების პროცესები. გერმანელმა მკვლევარებმა მიიღეს დასკვნა, რომ ტვინის პროდუქტიულობა 10%-ით იზრდება ყავის დახმარებით.
3. ყავა გათავისუფლებთ სტრესისგან. ყავის არომატი გეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, რომელიც შეიძლება უძილობით იყოს გამოწვეული. გერმანელმა და იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოხალული ყავის სურნელი ცვლის თავის ტვინში ცილების წარმოებას. ეს კი თავისთავად, ადამიანს ეხმარება სტრესის დაძლევაში.
4. ყავა ასუსტებს. პირველ რიგში, ყავა ამცირებს მადას. გარდა ამისა, ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად, ბრაზილიელი სპეციალისტები გვირჩევენ – ყავა არ დალიოთ, არამედ შეიზილოთ. საკმარისია ერთი თვის მანძილზე, დღეში ორჯერ – პრობლემურ ადგილებზე შეიზილოთ ყავის ნარევი და რამოდენიმე ხნის შემდეგ წელის და ბარძაყის გარშემოწერილობა შემცირდება. ეს მოხდა ქალების 80%-ში, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *

    • კალათაში არ არის პროდუქცია